ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი პოლიციის ძალადობას გმობს და გამოძიებას მოითხოვს

2 weeks ago 9
Riot Police using force against protester. Source: Guram Muradov/Civil.ge

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ, თბილისში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის შემდეგ, მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. მან დაკავებულთა დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა და დაგმო ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის აქტები მოხდა ზოგიერთი მომიტინგის მხრიდან, ეს არ ამართლებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას. რაც შეეხება წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მე ხაზს ვუსვამ, რომ ძალის გამოყენება, თუ ასეთი რამ მოხდა, უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება და უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ სტანდარტებს. დარბევა ასევე უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, დეესკალაციის შესაბამისი ძალისხმევის შემდეგ. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა უნდა შეინარჩუნონ თავისუფლად შეკრების უფლება“, – განაცხადა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ.

სახალხო დამცველის აპარატიდან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომისარმა შეშფოთება გამოხატა ძალის გადამეტებული გამოყენების, მათ შორის დემონსტრანტებისა და ჟურნალისტებისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენების თაობაზე. მან მოუწოდა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს პოლიციის სისასტიკის, მათ შორის „შავებში“ ჩავმული კაცების ქმედებების გამოძიება. ეს უკანასკნელნი ყოველგვარი იდენტიფიკაციის გარეშე მოქმედებდნენ და ყველაზე სასტიკ ძალდობაშიც სწორედ მათ ედებათ ბრალი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა