ამ წუთებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პროდასავლურ ოპოზიციას ხვდება. თბილისში საგანგებო მისიით ჩამოსული ალენ ბერსე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ესაუბრება. მთავარი თემა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობაა. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მათთან შეხვედრების შემდეგ აქვთ მოლოდინი პარტნიორი ლიდერი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას თავადაც დააყენებს.
„ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ვფიქრობ, რომ ამას თავად ალენ ბერსეც ღიად იტყვის მედიასთან. ალენ ბერსესა და ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის მანდატია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, რაც ფაქტია, რომ უკიდურესად დამძიმებულია საქართველოში ივანიშვილის რეპრესიების, ძალადობის, ტერორისა და წამების ტოლფასი არაადამიანური მოპყრობის გამო, რაც რეჟიმმა გამოიჩინა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ასობით დაკავებულის მიმართ. მათი უდიდესი ნაწილი უმძიმესადა ნაცემი, განსაკუთრებით მძიმე დაზიანებებით სახის არეში. ეს არის მათი ინტერესის მთავარი საგანი. ბუნებრივია ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც ამ დელეგაციასთან ვაყენებთ არის უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთა უდიდესი ნაწილი არის ნაცემი და ნაწამები ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ. იმედი მაქვს, ბერსეს მხრიდან იქნება საჯარო განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნით არს ჩამოსული ეს დელეგაცია საქართველოში. ეს არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება იმ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაზე, რომელიც წამების ტოლფასად აქვთ შეფასებული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.