ეკონომისტები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობის საფრთხეს შეუქმნის. 40-ზე მეტი ეკონომისტის განცხადება პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კი პირველ რიგში სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სჭირდება...
მშვიდობიანი აქციების დარბევა, დემონსტრანტების ცემა და უკანონო დაკავება ზრდის მოსალოდნელი დასავლური სანქციების მასშტაბურობას, რაც, პირველ რიგში, დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის და ზოგადად, საქართველოს ბიზნეს გარემოსთვის“, - წერია განცხადებაში.
ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ვაჭრობით, ინვესტიციებით, ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და სხვა ეკონომიკური აქტივობებით, საქართველოში ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარი შემოდის დასავლეთის ქვეყნებიდან:
„ვხედავთ რა ბოლო დროის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე გარდაუვალ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები, გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობის განმახორციელებელი პოლიციელები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე, სადაც მოქალაქეებს აზრის გამოხატვის და არჩევანის თავისუფლება ექნებათ“.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ლაშა ჭოჭუა - ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET); ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, Bielefeld University, Germany
- ეთერი კვინტრაძე - ეკონომიკური განათლების და კვლევის ასოციაცია (PEER), აკადემიური საბჭო ISET, MA Williams College CDE 1999, PhD Georgetown University 2007
- ნინო აბაშიძე - უაიომინგის უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი
- სანდრო შარაშენიძე - სტენფორდის უნივერსიტეტი, დოქტორანტურის კანდიდატი
- თამარი მათიაშვილი - სტენფორდის უნივერსიტეტი, დოქტორანტურის კანდიდატი
- რობიზონ ხუბულაშვილი - სან ფრანცისკოს უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი
- გივი მელქაძე - ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი, PhD Georgetown University, 2019
- ბესო ნამჩავაძე - მთავარი ეკონომისტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა
- აკაკი ცომაია - საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
- ლაშა ლაბაძე - PMCG, ეკონომისტი
- მიხეილ გიორგაძე - Williams College, Center for Development Economics (CDE), 2001
- დავით ჯიბუტი - UBS, ეკონომისტი, PhD Charles University Prague
- გიორგი მექერიშვილი - AlixPartners, LLP, უფროსი ვიცე პრეზიდენტი
- სალომე გოგლიჩიძე - Northeastern University, დოქტორანტობის კანდიდატი
- გიორგი ხიშტოვანი - PMCG, კვლევითი დირექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
- იოსებ ბერიკაშვილი - UGSPN, მკვლევარი; საქართველოს უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
- ნინო ჯავახაძე - PMCG, ეკონომისტი
- ლევან ფავლენიშვილი - Galadh Analytics OÜ, დამფუძნებელი, მკვლევარი
- მაია გრიგოლია-Deloitte, USAID კონტრაქტორი, უფროსი კონსულტანტი.
- გიორგი ბაქრაძე - Williams College, Center for Development Economics (CDE), 2003; ISET, CU, IBSU
- გიორგი ფირიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), University of Notre Dame, USA
- ირინა გურული - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.
- გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, წამყვანი ეკონომისტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.
- ნინო დავითაია - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და საჯარო მმართველობის სკოლა; Williams College, 1997
- ზურაბ ლუკაშვილი - Williams College, Center for Development Economics (CDE) 1995
- ნიკოლოზ ფხაკაძე - ასისტენტ პროფესორი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), PhD Georgetown University 2021
- რატი გაბრიჩიძე - PMCG, ეკონომისტი
- გიორგი მამათელაშვილი - საპენსიო სააგენტო, Williams College, CDE 2013
- თამარ გიორგაძე - ეკონომისტი, Bachelor of Arts, Williams College, 2016
- ირაკლი შალიკაშვილი - პოსტდოკტორანტურის მეცნიერი, University of Notre Dame; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, University of Notre Dame, 2024
- გიორგი ბარბაქაძე - Williams College, Center for Development Economics (CDE), 2009
- მირაიმ სილვერი მაჭავარიანი - AI CoE, Citi; Williams College, CDE 2011
- თორნიკე სურგულაძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- გიორგი ნებულიშვილი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი
- ნინო დოღონაძე - ISET MA, Penn State PhD, Uber მეცნიერი
- თამარ ბლიაძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- სალომე ბასლანძე - მკვლევარი ეკონომისტი, ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკი, PHD University of Pennsylvania
- ანა ბურდული - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე
- თამარ ჯუღელი - უფროსი კონსულტანტი, Deloitte Luxembourg, PhD University of Groningen
- გიორგი ჩაბაკაური, London School of Economics, associate professor; PhD London Business School
- მარიამ ლობჯანიძე, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი
- ზაქარია ბაბუციძე - პროფესორი, SKEMA Business School
- გიორგი შავრეშიანი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- ელენე სეთურიძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე
- თათია ხიდაშელი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- ლიკა გოდერძიშვილი - ეკონომიკური განვითარების კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
- მარიამ კაცაძე - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი
- სალომე სოლომნიშვილი - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მკვლევარი