ფოტო – ipn
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და ასევე ოპოზიციონერ გიორგი კირთაძესთან ერთად დააკავეს და პოლიციის მანქანით წაიყვანეს.
ცნობისთვის, ოცნება უკვე მეორე დღეა, ამჯერად უკვე სტიკერების გაკვრისთვის აკავებს ადამიანებს.
ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.