ელისო კილაძე: “ამ ბოლო დროს ბევრჯერ ვიტირე…”

2 days ago 4

მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ფაქტები აქვს ჩამოთვლილი, რომელთა გამოც, ამ დღეებში, ცრემლები ვერ შეიკავა:

ამ ბოლო დროს ბევრჯერ ვიტირე:

ვიტირე ნაცემ ბავშვებზე, ვიტირე პატიმრების დედებზე, ვიტირე გამეტებულ პროტესტანტებზე, ჰიმნზე, თანადგომაზე, ერთმანეთზე ზრუნვაზე, ვიტირე ხორუმზე, ამ წუთას ცრემლები მომდის, დაიტოვეში პოლიციის კაპიტანის, თამთა რეხვიაშვილის პოსტი წავიკითხე, ასეთ ადამიანებზე დგას ეს ქვეყანა❤️

მგონი დავბერდი😞

მაგრამ ჩვენი ქვეყანა მოიგებს ამ ომს და ევროკავშირის წევრები რომ გავხდებით სიხარულის ცრემლები მერე ნახეთ❣️

გამარჯვება საქართველო🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

სრულად წაკითხვა