ელონ მასკი თვლის, რომ “მხოლოდ “ალტერნატივა გერმანიისთვის” გადაარჩენს გერმანიას

2 days ago 2

ამერიკელი მილიარდერი და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მრჩეველი, ელონ მასკი თვლის, რომ გერმანიას გადაარჩენს მხოლოდ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD).

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ეს განცხადება X-ის საშუალებით გაავრცელა გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

მასკის განცხადება მიბმულია Youtube-ზე ვიდეოების გერმანელი ავტორის, პროდიუსერის, ნაომი ზაიბტის ვიდეოსთან. მასში ზაიბტი გერმანიის კანცლერის პოსტზე მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და ქრისტიან-სოციალური პარტიის ბლოკის კანდიდატზე ფრიდრიხ მერცზე წერს, რომ ის შიშით უყურებს იმ აზრს, რომ გერმანიამ უნდა მისდიოს ელონ მასკის და ხავიერ მილეის (არგენტინის პრეზიდენტი) მაგალითს.

ზაიბტი პოსტში აკრიტიკებს მერცს იმისთვის, რომ ის უარს ამბობს AfD-სთან დიალოგზე.
პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” ზოგიერთი ნაწილი გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის უწყებამ მემარჯვენე ექსტრემისტულად შეაფასა.

AfD-ის კანცლერობის კანდიდატი ალის ვაიდელი მიესალმა მასკის მოსაზრებას.

სრულად წაკითხვა