7
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა – ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა”- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა.