ენგურჰესის დირექტორი ამბობს, რომ აფხაზეთმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს

3 days ago 2

აფხაზეთში ენერგოკრიზისის ფონზე, ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიანმ აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ლევან მიკაა და ილია გულიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის 40%-ის საფასურს გადაიხდის, “სურათი სულ სხვაგვარი იქნება”.

მებონიამ აფხაზ ოპოზიციონერებს დაუსვა კითხვა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს დე ფაქტო რესპუბლიკაში, რაზეც მიკაამ უპასუხა, რომ 244 ათასი.

“თბილისში მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მოხმარება იგივეა. მითხრეს, რომ როდესაც ღამით ინტერნეტი გამორთული იყო, მოხმარება მაშინვე 50 მეგავატით დაეცა. ეს არის მინიმუმ მილიონი კვტ/სთ დღეში, ე.ი. დამატებით სამი საათი დღეში. ახლა თითქმის 98% აფხაზეთში მიდის. ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ ელექტროენერგიას საკუთარი საჭიროებების დასაფარად,” – განაცხადა მებონიამ.

მიკაამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფხაზურ მხარეს უფასო გენერაციის 40% აქვს, რაზეც მებონიამ უპასუხა, რომ ასეთი შეთანხმება არასდროს ყოფილა, “უბრალოდ აფხაზური მხარე არ იხდის გადასახადს”. მიკაამ მებონიას დაუსვა კითხვა, შესაძლებელია თუ არა გამომუშავების 20%-ის შეძენა.

“არა. თუ გადაიხდით, 40%-ის საფასურს, სურათი სულ სხვაგვარი იქნება”, – ამბობს ენგურჰესის დირექტორი.

“თუ 40%-ის საფასურს გადავიხდით, ენგურში წყლის დონე აიწევს?”- დასვა კითხვა აფხაზმა ოპოზიციონერმა ილია გულიამ.

“არა, წყლის დონე არ მოიმატებს, მაგრამ ჩვენ, მაგალითად, არ გავგზავნით (ელექტროენერგიას) ექსპორტზე, წყალს დავზოგავთ,” – უპასუხა მებონიამ.

სრულად წაკითხვა