ენგურჰესი ავარიული გათიშვის ზღვარზეა

2 weeks ago 11

1

ენგურჰესის კომპლექსი ჯვარის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო ავარიული გათიშვის ზღვარზეა. ამის გამო აფხაზეთის ნაწილი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული უსაფრთხოების შტაბის სხდომაზე ჩერნომორენერგოს ხელმძღვანელმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკას რუსეთიდან მოთხოვნილი ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდა მოუწია.

“იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, ეს არის არა ავარიული, არამედ უკვე საგანგებო მდგომარეობა,” – განაცხადა ჯინჯოლიამ.

შეგახსენებთ, ენგურის კაშხალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ტურბინები ოკუპირებულ გალის რაიონში. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. არსებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 20% რჩება საქართველოს, ხოლო 80%-ს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მოიხმარს.

სრულად წაკითხვა