"ერთადერთი, რის გამოც გარეთ არ გამოვალ..." - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე მიმდინარე მოვლენებზე

1 week ago 5

მსახიობი გიორგი ყიფშიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თავის აზრს სოციალურ ქსელში აფიქრებს:

"ერთადერთი, რის გამოც გარეთ არ გამოვალ, მხოლოდ ის მომენტია, რომ მაქეთ მხარეს დგას მიშას სასტავი და "მიშა გამოვიყვანოთ" ამბობენ. კარგად მახსოვს მიშას რეჟიმი და მას გვერდში ვერ დავუდგები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მთავრობა გვყავს. საშინელი მთავრობა გვყავს, მაგრამ უფრო ცუდი სასტავი იყო, ვინც ამათმა მოგვაშორებინეს. ასე რომ მანდ დაკვალიანდით რა… ან ეს ხალხი მაქედან სამუდამოდ წავიდეს და სხვა პარტიებმა ითავეთ რამე. მაგრამ ამ შემთხვევაში საშინელსა და უარესს შორის, მე განსხვავებას ვერ ვხედავ" - ამბობს გიორგი ყიფშიძე.

სრულად წაკითხვა