ერთად ვიდექით მშვიდობიანად აქციაზე – დაკავებული 20 წლის მომიტინგის მეგობარი

2 weeks ago 7

დაკავებული 20 წლის მომიტინგის, ლუკა ჯაბუას მეგობარები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მათთან ერთად სრულიად მშვიდობიანად იქცა აქციებზე და ყოველგვარი ძალადობის გარეშე იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისთვის.

დილის 6 საათზე სრულიად უსაფუძვლოდ წამოიყვანეს იზოლატორში ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა, იბრძოდა თავისუფლებისთვის. უსამართლოდ მოექცნენ, ყველა, აქციაზე ვიდექით ერთად. არანაირი ძალადობა, მშვიდობიანად ვაპროტესტებდით, ისეთი ადამიანია ძალადობისკენ არასოდეს ყოფილა მიდრეკილი”, – ამბობს ლუკა ჯაბუას მეგობარი. 

დღეს გამთენიისას 20 წლის ლუკა ჯაბუა დააკავეს – აქტივისტი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.

სრულად წაკითხვა