“ერთიანობის” წევრები გორის ოფისზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ

10 hours ago 3

კოალიციის “ერთიანობა” წევრები მათ ოფისზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. კოალიციის წევრებმაც დღეს პოლიციას განცხადებით მიმართეს და საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. 

როგორც “ერთიანობის” წარმომადგენლები ამბობენ, მათ ოფისზე თავდამსხმელის დასჯას სამართალდამცველები მიზანმიმართულად აჭიანურებენ. 

პოლიციას არ გამოუვლენია დამნაშავე და მითუმეტეს არ დაუსჯია. იმდენად მსუბუქი მუხლით არის აღძრული საქმე, ეს არის სხვისი ნივთის დაზიანება, რაც მსუბუქია და ესეც გვაფიქრებინებს, რომ მიკერძოებულია გამოძიება. ჩვენ მივმართეთ პოლიციას, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს იდენტიფიცირება, გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავე კანონის ფარგლებში, თუმცა არ გვაქვს ამის მოლოდინი, რადგან გამოძიების გაჭიანურება უკვე მიუთითებს იმას, რომ დამკვეთი არის ხელისუფლება შემსრულებელიც არის ხელისუფლების ძალადობრივი დაჯგუფების წევრი“, – აცხადებს ანი ბალიაშვილი.

“ერთიანობის” ოფისზე თვდასხმა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.  ფაქტი შენობის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს ნიღბიანი პირი, რომელიც გაურკვეველ ასაფეთქებელ საშუალებას დებს ოფისთან და აფეთქების მომენტს ტელეფონით იღებს. კოალიციის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. 

სრულად წაკითხვა