“ერთი “ქოცი” მაღალჩინოსანია… არ დავწერდი ახლა სადისტების მხარეს რომ არ იდგეს” – მამუკა ღლონტი

2 weeks ago 6

8

„მაესტროს“ დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი:

ერთი “ქოცი” მაღალჩინოსანია. სანამ გაქოცდებოდა, მანამ ვიცნობდი. ერთხელ ფული მთხოვა – ჩემთვის არც ისე ცოტა. „ბავშვებს ვერ ვუშვებ სკოლაშიო. ერთ კვირაში ხელფასს ვიღებ და დაგიბრუნებო“.

ნუ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დამიბრუნა.

გამოხდა ხანი, და დედაჩემი გახდა ავად. საავადმყოფოში მეწვინა, რაც მქონდა დანაზოგი, გამითავდა. ვისაც ვალი ჰქონდათ, მივწერე, რა დღეშიც ჩავვარდი – „დედა მიკვდება, ფული გამითავდა“ – და ვთხოვე: „ვალი იქნებ დამიბრუნოთ“. ყველამ სასწრაფოდ ჩამირიცხა.

ამან – „უი, რას ამბობო, ახლავეო! ჩემი იმედი გქონდესო, ეს რა მითხარიო!“ – და ტელეფონი გათიშა, და დაიკარგა. დედაჩემი რომ ვერ გადამერჩინა ქელეხშიც მოვიდოდა ალბათ და კაის გამოძღებოდა.

არ დავწერდი, (ღმერთა შეარგოს თუ შვილებს დაახარჯა რაშიც ეჭვი მეპარება) ახლა სადისტების მხარეს რომ არ იდგეს და სადისტობებს არ წერდეს. იმედი მაქვს, ამ პოსტს წაიკითხავს!

სრულად წაკითხვა