ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს - გიორგი კეკელიძე ბუდუ ზივზივაძეს კარლსრუეში ესტუმრა

1 week ago 8

ქართველი მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს, გერმანიაში ესტუმრა და თავისი ბოლო წიგნი "დედა და ილია" უსახსოვრა, ბუდუმ კი საკუთარი მაისური გადასცა.

"დღეს "კარლსრუეს" სტადიონზე კარგმა ფეხბურთელმა და მოქალაქემ, ბუდუ ზივზივაძემ მიმასპინძლა. გავცვალეთ ის, რაც ვიცით და გამოგვდის - მანდ საკუთარი მაისური მისახსოვრა, მე კი ჩემი ბოლო წიგნი დედა და ილია გადავეცი. შაის თომას ზღაპრები გავუგზავნე, რომელიც, სხვათაშორის, გერმანულ ენაზე სწორედ კარლსრუეში გამოვიდა"

- წერს კეკელიძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

სრულად წაკითხვა