ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მარჯვენა სანაპიროზე შავი ჯიპიდან გადმოსული ერთ-ერთი ტიტუშკა კრიმინალური ავტორიტეტი, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფების წევრი, დავით მიქაძეა.
ბრონირებული ჯიპი, რომელიც აქციის მონაწილეებთან გამოჩნდა, სწორედ მას ეკუთვნის, იარაღიანი პირი კი მისი პირადი დაცვაა.
მარჯვენა სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებს შავი ჯიპებიდან გადმოსული იარაღიანი ტიტუშკები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სანაპიროზე, შავი ჯიპებიდან გადმოსული იარაღიანი პირები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ