ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ესტონეთი, რომელმაც „ოცნების“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა, ეს გააკეთა უცხო ძალების დავალებით.
„პარლამენტის თავმჯდომარისა და ავტორიტარული მთავრობის განცხადებები მიუღებელი, მტრული და ტყუილებითაა სავსე. სამწუხაროა, რომ წარმომადგენლები ქვეყნისა, რომლის სუვერენიტეტსაც, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპისკენ პროგრესს ესტონეთი თითქმის 30 წელია უჭერს მხარს, მტრულ რიტორიკას იყენებს ესტონეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ამით, იმეორებს რუსეთის განცხადებებს“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.