ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა

6 days ago 5

"ქართული ოცნების" განცხადებებისა და საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობის შემთხვევების განსახილველად, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

"დღეს ჩვენ დავიბარეთ საქართველოს ელჩი, რათა განგვეხილა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა და, ასევე მმართველი პარტიის განცხადება ესტონეთის შესახებ.

სამწუხაროა, რომ ქვეყანა, რომელსაც მრავალი წელია, მხარს უჭერს ესტონეთი, მტრულ რიტორიკას იყენებს ჩვენი სუვერენიტეტის შესახებ და რუსულ ნარატივს იმეორებს", - წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა