“ეს ადგილიც თქვენია, ეს სასახლეც” – სცენის მოპარვის შემდეგ, კახელებმა ზურაბიშვილს სასახლეში მიაკითხეს

10 hours ago 3

მას შემდეგ, რაც სცენა და აპარატურა მოიპარეს, კახელებმა მარშით მიაკითხეს სალომე ზურაბიშვილს, ორბელიანების სასახლესთან. კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა.

ის ადგილზე შეკრებილებს ესაუბრება და მადლობას უხდის იმისთვის, რომ ყოველდღიურ აქციებში მონაწილეობას იღებენ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

ის, ორბელიანის მოედანზე, საშობაო ღონისძიების სცენაზე ავიდა და ხალხს უთხრა, რომ ეს ადგილიც, ეს სასახლეც, ეს ქვეყანაც ხალხისაა.

მან თქვა, რომ ის 21 საათზე ხალხთან, აქციაზე გავა.

სრულად წაკითხვა