1
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გამოეხმაურა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მის დასახელებას 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ჯილდო, რომლითაც განხორციელდება პროექტი.
“ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებისას, მაკკეინის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ “ამ სტიპენდიის ფარგლებში, ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასატარებლად თავის ქვეყანაში“.