"ეს დაუშვებელია" - ამირან გამყრელიძე მთავრობის ახალ კანონს გმობს

2 days ago 4

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აქციებზე სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა არ შეიძლება:

"ეს არ შეიძლება, მით უმეტეს, ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს.

რატომ მართა სინგაპურმა და იაპონიამ ყველაზე კარგად პანდემია – იმიტომ, რომ იქ ხალხი მიჩვეული იყო ნიღბების ტარებას, სულ ატარებდნენ ზამთარში ნიღბებს, ამიტომ ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

პარლამენტმა ორ დღეში ორი მოსმენით დაუჭირა მხარი საპროტესტო შეკრებებზე პიროტექნიკის, ნიღბებისა და ლაზერების აკრძალვას.

სრულად წაკითხვა