,, ეს იყო ჯოჯოხეთი” – ვიკა ბუკია აქციიდან

3 weeks ago 10

1

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:

,,ჭიჭინაძიდან ათასობით ადამიანი გამოიქცა, რუსთველზე ზღვა ხალხი იყო და მივაწყდით მათ. დავინახე ერთი ბიჭი როგორ ჩავარდა მიწისქვეშა გადასასვლელში, მოგვსდევდნენ, ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა, გადაურეს ერთმანეთს, ჭყლეტა ჯოჯოხეთური, მეგონა რომ უბრალოდ მორჩა, და აქ და ახლა უნდა მოკვდე ხალხის მასაში, ყველა მხრიდან გვაწვებიდნენ და ამ დროს, ხალხნო, ასეთ ჯოჯოხეთში დაიწყეს გაზის კაპსულების სროლა, ყველა მხრიდან და მაქვს ეჭვი რომ სახურავებიდან. წვიმა იყო გაზის კაპსულების, ხალხი იხრჩობოდა, იკლაკნებოდა, ლეწავდა მინებს რომ 1 გრამი ჰაერი აგვესუნთქა და ისინი კიდევ ისროდნენ. ისროდნენ. მივაღწიეთ სასწრაფომდე, ვაბრახუნე და კარი არ გამიღეს, ვერ გააღებდნენ. შიგნით უამრავი ადამიანი იყო.
ეს იყო ჯოჯოხეთი. ასე მივედით ოპერამდე და ავისუთქე პირველად ჰაერი.”

სრულად წაკითხვა