4
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
ერთი რამე უნდა ესმოდეს ყველას „ოცნებაშიც“ და დასავლეთშიც: ქართველ ხალხს აქვს ორი მოთხოვნა – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ვისაც ქართველი ხალხის და საქართველოს დახმარება უნდა, უნდა დაეხმაროს ისე, როგორც ამას აკეთებენ ამერიკელები, ბრიტანელები, ბალტიისპირეთი და ბევრი სხვა – ხალხს ეხმარებიან მათი მოთხოვნების რეალიზებაში. „ოცნება“ ბერსეს მონაწილეობით რასაც აკეთებს, ამას ჰქვია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და არალეგიტიმურებთან კოლაბორაციით. „ოცნების“ ამ ნაბიჯმა მთლიანად ჩამოანგრია მათივე პროპაგანდა, რომ თურმე უცხოელების ჩარევას არ დაუშვებენ საქართველოს საქმეებში. სინამდვილეში დაუშვებენ, როცა ეს „ოცნების“ ინტერესშია და სუვერენიტეტიც და დამოუკიდებლობაც სულ ფეხებზე ჰკიდიათ.
ამიტომ, კარგად რომ გაიგოთ ქართული ოცნება / Georgian Dream TV Imedi: ქართველი ხალხი არ დაუშვებს ვიღაც ბერსეების ჩარევას იქ, სადაც მათი ადგილი არაა და მითუმეტეს ისეთი ფორმით, რაც არათუ ეხმარება ხალხს მოთხოვნების რეალიზებაში, არამედ გეხმარებათ თქვენ, არალეგიტიმურებს უკანონო ძალაუფლების განმტკიცებაში.
ეს კომენტარი დავუწერე იმედს, ეტკინათ და სრულიად გადაფსიხდნენ.
ასე ჩამოგემხობათ ყველა პროპაგანდა თავზე.