“ეს მოსამართლეების კისერზეა” – რა ხდება ბათუმში, აქციაზე, სადაც ეკა ბესელიაცაა

2 weeks ago 18

2

ბათუმში, უკვე მერამდენე დღეა მასშტაბური აქციები არ წყდება. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მსვლელობით მიდიან მოქალაქეები, რადგან იქ იმართება ორი დღის წინ დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესი.

ბათუმშია ეკა ბესელია, რომელიც ასევე აქციაზეა და ტვ პირველთან ამბობს:

საოცარი მუხტია ბათუმში, საოცარი ემოციებია. ძალიან შეწუხებულია ყველა, უმძიმესი კადრები ნახეს მოქალაქეებმა, შეურაცხყოფა, არადამიანური მოპყრობა, სასტიკი დამოკიდებულება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. 

ეს არის ქალაქი, სადაც არის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც არის პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი და მინდა გაიაზრონ მოსამართლეებმა, რომ მათ ხელშია ახლა შეაჩერონ ეს ანტიკონსტიტუციური პროცესი. 

საჯარო მივმართე ტურავასაც, კობახიძესაც, გოცირიძესაც – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის დაცვა შეაჩერებს ამ პროცესს. განიხილონ დროულად პრეზიდენტის სარჩელი, როგორ შეიძლება ამდენი ხანი გაჩერება. მოსამართლეების კისერზეა, რომ ქვეყანაში კანონს პატივს არ სცემენ, ყველა მოქმნეული უკანონო ფეხი და ხელი, ეს სასტიკი ქმედება არის მოსამართლეების გამო. ეს პროცესი არ გაქრება, არასდროს მოგვითმენია უყსამართლობა არც იმ დროს და არც ამ დროს. 

სრულად წაკითხვა