" ეს მხოლოდ დასაწყისია - მივმართავ თვითმარქვია რეჟიმს, სანამ დრო გაქვთ, ხალხის ნებას დანებდით"

2 days ago 3

სანქციები ზემოთაც წავა და ქვემოთაც. ეს ბოლო არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ადამიანებს არამარტო საერთაშორისო, ქართულ ბანკებში ანგარიშის გახსნის პრობლემა ექნებათ. სისტემა ჩამოიშლება და ჩამოირღვევა!, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ბრიტანეთი და ამერიკა ერთმანეთის მიყოლებით კოორდინირებულად კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ.

„ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები გადავიდნენ ქმედებებზე. ბრიტანეთი და ამერიკა ერთმანეთის მიყოლებით, ღიად და გაცხადებულად, კოორდინირებულად კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ.

სანქციები დაუწესეს კონკრეტულ ადამიანებს. შს მინისტრს ფინანსური სანქციები დაუწესდა. ეს სანქციები ზემოთაც წავა და ქვემოთაც. ეს ბოლო არ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამისთვის საჭიროა მეტი ვიყოთ და ერთად ვიყოთ. ამ ადამიანებს არა მარტო საერთაშორისო, ქართულ ბანკებშიც ანგარიშის გახსნის პრობლემა ექნებათ. სისტემა ჩამოიშლება და ჩამოირღვევა. მივმართავ თვითმარქვია რეჟიმს, სანამ დრო გაქვთ, ხალხის ნებას დანებდით. დანიშნეთ ახალი არჩევნები, ნეიტრალური ცესკოთი, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მძაფრი იქნება რეაქცია“,-აღნიშნა ვაშაძემ „პალიტრანიუსთან“.

წყარო: ​tia.ge​​​

სრულად წაკითხვა