“ეს უკანონო პრაქტიკა არღვევს შეკრების უფლებას და ადასტურებს, რომ საპოლიციო ძალები ატარებენ პარტიულ ინტერესებს” – საია პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სცენის გატაცებაზე

8 hours ago 3

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოლიგარქიის პოლიციის მიერ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის განკუთვნილი სცენის გატაცებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს საპოლიციო ძალების მიერ პარტიული ინტერესების გატარებას.

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 დეკემბრის საღამოს აქციისთვის, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას სიტყვით უნდა მიმართოს, სცენის მოსაწყობად საჭირო ატრიბუტიკის გადამზიდ მანქანებს პოლიცია დაბრკოლებებს უქმნის, რაც მიზნად ისახავს დაგეგმილი აქტივობის ხელშეშლას/ჩაშლას.

ეს უკანონო პრაქტიკა არღვევს შეკრების უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს და ადასტურებს, რომ საპოლიციო ძალები ატარებენ პარტიულ ინტერესებს. კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი პატივისცემას ავალდებულებს, პრაქტიკაში არ სრულდება”, – წერია განცხადებაში.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ სცენა, რომელიც პარლამენტის წინ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვისთვის უნდა დამონტაჟებულიყო, ოლიგარქის პოლიციამ გაიტაცა. 

სრულად წაკითხვა