ეს შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება - "დინამო თბილისი" ნაკრების ყოფილ კაპიტანს იმატებს

5 days ago 8

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დინამო თბილისი" ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ჯაბა კანკავას დაუკავშირდა.

Geo Team-ის ინფორმაციით, დინამოელები კანკავას ტრანსფერზე უკვე მუშაობენ და მხარეებს შორის პირველი კომუნიკაციაც წარმატებით შედგა.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისური გუნდი 38 წლის ნახევარმცველისთვის მისაღები კონტრაქტის შეთავაზებაზე მუშაობს" - წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში სლოვანიდან წამოსვლის შემდეგ ჯაბა კანკავა თავისუფალი აგენტია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

სრულად წაკითხვა