“ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო" - რა ხდებოდა მომღერალ, აჩი მეფარიძის სასამართლო პროცესზე

1 day ago 3

საქალაქო სასამართლოში არჩილ მეფარიძის პროცესი გაიმართა. პროკურატურა მომღერალს ლელა ჯუღელის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება.

დღეს დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რა დროსაც გამოიკითხეს თავად არჩილ მეფარიძეც.

ადვოკატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის ახლობლები კი აცხადებენ, რომ ბრალდებული საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობს.

"თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს თვითონ არის დაზარალებული და მსხვერპლი - ეს იყო ჩემთვის ძალიან გასაკვირი. ყველანაირი ძალადობა, გინდა ქალის, გინდა კაცის მიმართ, არ არის მიზანშეწონილი.”- თქვა ნანული სარაჯიშვილმა, ლელა ჯუღელის ოჯახის ახლობელმა.

სრულად წაკითხვა