,,ეს ხელისუფლება არსად არ მიდის, მას ხმა მისცა 1 100 000-ზე მეტმა ადამიანმა“ -თეა წულუკიანი

1 week ago 7

კულტურის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ,,იმედთან” ინტერვიუში აცხადებს:

,,ეს ხელისუფლება არსად არ მიდის, მას ხმა მისცა 1 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს რეალობაა. ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი შინაარსიანი დისკუსია. ამიტომ ითქვა ის, რაც ითქვა და პრემიერმინისტრმა ახსნა ქართულ ენაზე, რომ ჩვენ მოგვიწევს 4-წლიანი ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება, რომ ის დარჩენილი ვალდებულებები რაც გვაქვს ასოცირების შეთანხმებით და ის ე.წ საშინაო დავალებები მაქსიმალურად შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანა საქმიანად და არა ისტერიკით მომზადდეს რეალური წევრობისთვის. ვფიქრობ, რომ ეს შანტაჟის ჯაჭვი, თუ ამით გაწყდა და მე მგონია, რომ გაწყდა, ძალიან კარგი ამბავია და ვისაც უნდა, რომ გაიგოს რას ეხებოდა ეს გადაწყვეტილება, ამის გაგება არ არის ძნელი. “

სრულად წაკითხვა