„ეუთოს სამეული“ გმობს ხელისუფლების ძალადობას მომიტინგეებზე

1 week ago 6

ეუთოს „სამეული“ — ანუ, ორგანიზაციის ამჟამინდელი, ყოფილი და მომავალი თავმჯდომარეები, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ესენი არიან მალტა, ფინეთი და ჩრდ. მაკედონია.

„ჩვენ, ეუთოს სამეულის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ პასუხს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკოსების მშვიდობიანი საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების, თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გარანტირებული იყოს შეკრების თავისუფლებისა და ხალხის გამოხატვის თავისუფლების უფლებები საქართველოში, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ამ ვალდებულებებთან წინააღმდეგობაში მოსული მიღებული კანონები უნდა გაუქმდეს.

ძალადობის, არჩევნების გაყალბებისა და დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ თავდასხმის ყველა ბრალდება უნდა იყოს სარწმუნოდ გამოძიებული და ამ დანაშაულებებზე პასუხისმგებლებმა პასუხი უნდა აგონ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ის გამოხატავს თავის მისწრაფებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ, როგორც ეს არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა