“ექიმებს მხედრიონის დროსაც კი არ იჭერდნენ” – თბილისში მედიკოსების პროტესტია

1 week ago 5

3

პროტესტის ნიშნად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმები შეიკრიბნენ – მედიკოსები კატეგორიულად გმობენ “ქართული ოცნების” ძალადობრივ პოლიტიკას, რომელსაც ივანიშვილის გუნდი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ახორციელებს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები “პირველებთან” ამბობენ, რომ საპოლიციო ძალებმა ექიმების დაჭერა დაიწყეს – “ასეთი რამ კომუნისტური წყობის და მხედრიონის დროსაც კი არ ხდებოდა”.

“ექიმები კონსერვატიული ადამიანები ვართ და ძალიან გვიჭირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს, სახელმწიფო არ გვაქვს, პოლიცია არ გვყავს და დაიწყეს ექიმების დაჭერა, ცემა. ასეთი რამ კომუნისტური წყობის დროს, მხედრიონის დროსაც კი არ ხდებოდა. ეს ვითომ მთავრობა ყველაფერზე მიდის”, – ამბობს ვატო სურგულაძე ტვ პირველთან. 

სრულად წაკითხვა