“ე.წ. ატვიორკით რომ დამესხა თავს, იმ კაცს მანქანა აჩუქეს” – ვაშაძე

7 hours ago 3

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მასზე თავდამსხმელს მანქანა აჩუქეს – “ე.წ. ატვიორკით რომ დამესხა კაცი თავს, ლამის მე მაბრალებდნენ, რომ თურმე მე დავაორგანიზე ეს ყველაფერი. ბოლოს იმ კაცს მანქანა აჩუქეს. აი ასეთი თავხედები და თაღლითები არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს”- თქვა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძეს თავს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 17 დეკემბერს დაესხნენ თავს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თავდამსხმელი 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა მოძალადე არავის დაუკავებია.

სრულად წაკითხვა