“ვაგდივარ ასე გაუბედურებული” – რა შეიძლება ბაკურიანში შეგემთხვას 2 დღეში?

2 days ago 6

ნინო ლომაია, სოციალურ ქსელში, წერს:

გადავწყვიტე ბაკურიანში “დასვენება”. 🆘🆘
დილით წასული საღამოს 8 საათზე ძლივს მივაღწიე სასტუმრომდე
სასტუმროში მისულს , მეუბნებიან “უი თეთრეული არ გამოგვიცვლია” , როცა შესვლა დღის 2 საათზე გვქონდა მოლაპარაკებული. 1 საათში თეთრეულს კი არა კანონებს ცვლიან ქვეყანაში და ამათმა ძლივს 1:25 წუთში გამოცვალეს თეთრეული. დავვარდი ამ გამოცვლილ თეთრეულზე და დავიძინე.
🔥☄️დღე მეორე – შევედი მაღაზიაში , სადაც რიგში ნახევარი დღე ვიყავი. სადაც მიმდინარეობდა “ბრძოლა წესების გარეშე” , ვიღაც ქალები ერთმანეთს ბდღვნიდნენ თმებში რაღაც სალათის გამო ეგ მე უნდა ამეღოო. ძლივს გაყინული , ვადაგასული და გათეთრებული სენდვიჩი ვიყიდე  კბილი ჩამომტყდა ისეთი მაგარი იყო (სტომატოლოგს ვეძებ) წავედი სასრიალოდ მეთქი ცოტას გავერთობი…. გზაში ისეთი ტალახია ჯერ ტალახზე ვისრიალე გემრიელად და კისრამდე ტალახით მივედი ძლივს საოცნებო სასრიალო ტრასამდე ⛷️⛷️ ჰოი საოცრებავ და ვიღაც 5 მილიონი სიჩქარით მოსრიალე ბებო მეტაკება და გადმომაგდო ლამის ქუთაისში
ვაგდივარ ასე გაუბედურებული, მაგრამ “ბედნიერი” ახლად გამოცვლილ თეთრეულზე.

“ბაკურიანი, სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ზამთრის სეზონს” – რა მდგომარეობაა კურორტზე? – ტატა ხვედელიანი

სრულად წაკითხვა