ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვინისიუს ჟუნიორი იმაზე ადრე დაუბრუნდება მინდორს, ვიდრე ამას მისგან ელოდნენ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი რეალ მადრიდს 10 დღით უფრო ადრე დაუბრუნდება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. ის თითქმის მზადაა სათამაშოდ.
- წერს რომანო.
ვინისიუსი უკვე სამი მატჩია რეალს ვერ ეხმარება, საიდანაც გუნდმა ორი წააგო და მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.