ვალენსიას ოფიციალური განცხადებით, კლუბმა რუბენ ბარახასთან თანამშრომლობის დასრულება გადაწყვიტა.
ბარახას ხელმძღვანელობით „ვალენსიამ“ 78 ოფიციალური მატჩიდან 26 მოიგო, 20 ფრედ დაასრულა და 32 წააგო.
გავრცელებული ცნობებით, „ვალენსიას“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი კიკე სანჩეს ფლორესი და კარლოს კორბენანია
ბარახა ვალენსიელებს 2023 წლის თებერვალში მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა და უნდა აღინიშნოს რომ გუნდში საკმაოდ დადებითი ძვრებიც მოიტანა, გათვალისწინებით იმისა რომ გასულ სეზონში ევროტურნირების პოზიციისთვისაც იბრძოდა.