“ვარჩიე სოციალურ ქსელში არაფერი დამეწერა და აქ მოვსულიყავი” - შოთა არველაძე

3 weeks ago 11

რუსთაველზე გუშინ გამართულ აქციაზე შოთა არველაძე მივიდა.

არველაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:

“საშინელებაა, როდესაც ის ვინც უნდა გიცავდეს და შენკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თავის თანამემამულეს, ასე ექცევა ქალს და არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს… თუ ეს როდისმე ხდებოდა და ცუდი იყო დღეს რაც ხდება ისეთივე ცუდია, როგორც ადრე იყო…

კი აუცილებლად უნდა გამოხატო პოზიცია, დაწერო, მაგრამ ვარჩიე სოციალურ ქსელში არაფერი დამეწერა და აქ მოვსულიყავი, შევუერთდი ამ მოვლენას და ამ პროტესტს“ – განაცხადა არველაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტზე.

სრულად წაკითხვა