WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჟურნალისტ ვახო სანაიას, ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგჯერ შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად უკვე 30-დღით.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა. სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ და ამით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. 30-დღიანი პატიმრობა სწორედ შსს-მ მოითხოვა, რომელსაც სასამართლოში მარიამ კერესელიძე წარმოადგენდა.

ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.
პოსტები, რაც ამჯერად იყო განხილვის საგანი სასამართლოში, სწორედ დაპატიმრებამდე წუთებით ადრე და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთშია დაწერილი.

22 ივლისს, დაკავებამდე წუთებით ადრე ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

5 აგვისტოს კი, იზოლატორის დატოვებიდან რამდენიმე წუთში დაწერა: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა, შვილო, ეშმაკმა“.

სანაია სხდომას არ დასწრებია. შესაბამისად, დასაკავებლად მას მოგვიანებით მიაკითხავენ.