“ვგმობთ “ოცნების” გაუმართლებელ ძალადობას, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა” – CoD-ის წევრი ქვეყნები

5 days ago 6

4

ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ – “დემოკრატიათა თანამეგობრობის” მმართველი საბჭოს წევრები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

“ჩვენ მოვუწოდებთ, “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ცდილობს გამოიყენოს თავისი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება – რომლის პატივისცემაც შედის 2000 წლის ვარშავის დეკლარაციის პრინციპებში.

დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართველი საბჭოს ხელმომწერი წევრები იყენებენ ამ შესაძლებლობას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობისა და მისი მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზე, ისევე როგორც ერთგულებაზე, ასევე დაუბრუნდეს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს და ჩაატაროს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება დაფიქსირებული დარღვევების შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და მის წინ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა