“ვგმობ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას” – გიორგი ვაშაძე

13 hours ago 3

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტს:

ვგმობ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას.

ყველა ძალადობას, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხორციელდება, ჰყავს ერთი ავტორი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობის სისტემა.

ძალადობა არის სისუსტე, რადგან მას არ შეუძლია ლეგიტიმური საშუალებებით ძალაუფლების შენარჩუნება.

პროტესტი და ბრძოლა ბოლომდე. ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის”
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა