„ვგმობ რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც მოუწოდებს თავის ქვეყანას, დარჩეს ევროპის გზაზე“ — ბლინკენი ეუთოში

2 weeks ago 5

აშშ ის სახელმწიფო მდივანმა ეუთოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოზეც ისაუბრა.

„შეერთებული შტატები იზიარებს ეუთოს მრავალი წევრის შეშფოთებას ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას დაჰკრავს 2014 წლის საშიში ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას – რეპრესიებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოუწოდებენ თავიანთ ქვეყანას, დარჩეს ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების გზაზე და ცნობებს ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაკავების შესახებ.

ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთოს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, პრესის თავისუფლების გასაძლიერებლად, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გასაძლიერებლად“, — ნათქვამის მის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა