“ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით” – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი სტუდენტი სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვს

3 weeks ago 7

1

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საპროტესტო აქციების დღეებში, სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ. განცხადებას ხელს 1000-ზე მეტი სტუდენტი აწერს.

“ჩვენ, ბსუ-ის სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით.

მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით. ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის იდეასთან. ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი!” – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა