“ვერ წარმოიდგენთ ვინ აღმოჩნდა დამნაშავე,რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო..” (ფოტო)

1 week ago 4

მეტროსადგურში 30 წლის ახალგაზრდას ერთ-ერთმა მგზავრმა, მოულოდნელად, ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დანაშაული მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილი ბაქანზე იდგა და მატარებელს ელოდებოდა. მოულოდნელად, მასთან უცნობი პირი მივიდა და ხელი ჰკრა. მგზავრები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა ამირეზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავების ღონისძიება “კურიერმა” გადაიღო. პოლიციამ მამაკაცი მეტროსადგურიდან ხელბორკილებით გამოიყვანა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდორაშვილი დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა.

ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცს მშობლიურ სოფელში გლოვობენ. “კურიერის” ინფორმაციით, ამირეზაშვილი ზემო ხანდაკში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თბილისში კი სამუშაოდ, მკვლელობამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა.

რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, სასამართლოში, მკვლელობის ვერსიაზე თავად ბექა მინდორაშვილი ისაუბროს.

ხვალ, მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მისი სახელი და გავრია 36 წლის ბექა მინდორაშვილი

სრულად წაკითხვა