ვეფხია კასრაძემ შიმშილობა გამოაცხადა

4 days ago 4

ვეფხია კასრაძემ, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებითაა დაკავებული, შიმშილობა გამოაცხადა.

ამის შესახებ ადვოკატი, კახა კოჟორიძე წერს.

„შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს.

ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. პასუხი არ არის! მერე კიდევ ვკითხე: ვეფხიას მიერ ,,დაორგანიზებულ” ქმედებას რა კანონსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა? პასუხი ისევ არ არის. შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!

პროკურორმა თქვა, მტკიცებულებას გაანადგურებს და მაგიტომ უნდა იყოს პატიმრობაშიო. საქმეში მტკიცებულება არ დევს და რა უნდა გაანადგუროს? ან როგორ უნდა გაანადგუროს?

მიიმალებაო… კაცი არის ვეტერანი, ამ ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი. 5 შვილის მამა. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში. სხვაგანაც აქვს სახლი, მაგრამ იქ ცხოვრობს, საიდანაც ადამიანებს იტაცებენ. მამისეული ფუძე უყვარს, სახლს და სოფელს იცავს, შვილების უსაფრთხოებასაც კი რისკავს და ამ კაცზე ამბობენ, გამოძიებას დაემალებაო – 30 წელია მტრის ტყვიას და ტანკს არ დამალვია!“, — წერს კოჟორიძე.


ფოტო: Mozaika News

სრულად წაკითხვა