თავისუფლების მოედანზე ცოტა ხნის წინ დეპუტატები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მოქალაქეთა იმ ნაწილთან ერთად იმყოფებოდნენ, რომლებიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიას უნდა დასწრებოდნენ.
"ტვ პირველის" ჟურნალისტს გენო პეტრიაშვილმა კითვებზე პასუხი არ გასცა:
"არ გვცემთ თქვენ ჩვენ პატივს და არ ჩავწერთ ინტერვიუს" - ამბობს გენო პეტრიაშვილი.
"თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ახალწელს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აინთება ნაძვისხე" - ლაშა ტალახაძე.