მომღერალი ეკა კვალიაშვილი გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის "თავისუფალ სივრცეში" აღნიშნავს, რომ ის არაფერს არ აპროტესტებს და კონცერტებშიც იღებს მონაწილეობას:
"მე არაფერს არ ვაპროტესტებ და კონცერტებშიც მივიღებ მონაწილეობას. სიმღერა ჩემი სამსახურია, კონცერტი ჩემი საქმეა. მე თუ კონცერტზე არ გამოვედი, თუ არ ვიმღერე - ვინ მარჩენს?
რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდეთ კონცერტზე? გავიგე, რომ პროტესტია, მაგრამ მე რა შუაში ვარ ამ შემთხვევაში? ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ. ახალი წელია რატომ არ უნდა ვიმღეროთ?! მოკვდა ვინმე? მორჩა! მე ის მეხანძრე უფრო მედარდება ხანძრის დროს რომ დაიღუპა" - ამბობს ეკა კვალიაშვილი.