ვანცენტ ხაბეიშვილი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
(!) ვიდეო უცნაურად მოგეჩვენებათ აღწერის გარეშე (!)
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ყველა “ნიუსის” კითხვას იწყებს შემდეგი სიტყვებით: სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!
(კონტექსტისთვის, ეს დროის იმ შუალედში ხდება, როცა კრიტიკული მედიის დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა გარკვეული ხნით შეწყვიტა)
ჟურნალისტი და წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს საზ.მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას, ითხოვს ეთერის გახსნას ხალხისთვის და არხის პარტიული გავლენებისგან გათავისუფლებას!
მოკლედ იმის აღსრულებას, რაც ისედაც წერია კანონში – საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ
P.s
მე ვიცი რას ნიშნავს, როცა ამას შიგნიდან აკეთებ, ამიტომ ჩემი სოლიდარობა ვასილს!