ვიდეო: "შურისძიების მიზნით დაჯგუფებამ წაუკიდა ცეცხლი მანქანას" - რა მოხდა ბელიაშვილზე

11 hours ago 3

სოციალურ ქსელში "ფეისბუქ" გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს ვიდეოს და მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

"ვაკოპირებთ ტექსტს რაც ჯგუფში დაიდო და იმედია ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას" - წერს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს".

"წუხელ ღამით,ბელიაშვილზე არაბების დაჯგუფება(20-25 პიროვნება) დაუპირისპირდა კონკრეტულ ადამიანს, რომელიც იმყოფებოდა თეთრი BMW-თი...
BMW-ს მძღოლმა გაქცევის მიზნით,
მანქანა დააჯახა ამ დაჯგუფებიდან 2 პიროვნებას და შემდეგ გაიქცა.
ეს მანქანა სადღაც 1-2საათის შუალედში დაბრუნდა...
გამთენიის 6-სკენ გამომაღვიძა უცნაურმა ხმამ და კვამლმა.
ამ დაჯგუფებამ განზრახ წაუკიდა ცეცხლი კონკრეტულ მანქანას შურისძიების მიზნით,რომელმაც ასევე გამოიწვია მის გვერდით მდგომი მანქანის დაწვაც...
დაამსხვრიეს კორპუსის დაბლა არსებული შუშის კარებები
ასევე აზიანებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მანქანებსაც!!!
არაბების ველურობა გახდა უკონტროლო!!
როდის უნდა მიექცეს ყურადღება???
ხან იარაღს ისვრიან,ხან მანქანებს წვავენ,ხან შენობებს ამსხვრევენ!!!
საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად ვეღარ უნდა ვგრძნობდეთ?!
გადავრჩით რომ არ აფეთქდა ეს ორივე მანქანა!
რომ აფეთქებულიყო,ყველამ ვიცით რა შედეგამდე მივიდოდით!" - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა