ვიდეო: "ჩვენ ისევ შევხვდებით თეატრში ერთმანეთს ანდროსთან ერთად" - არჩილ სოლოღაშვილის ვიდეომიმართვა

5 days ago 5

"თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა უკანონო პატიმარს, ჩვენ ისევ შევხვდებით თეატრში ერთმანეთს ანდროსთან ერთად, ძალა ერთობაშია" - მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი სოცილაურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 170 თანამშრომელი საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართავენ განცხადებით:

"საქართველოს გენერალურ პროკურორს
ბატონ გიორგი გაბიტაშვილს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.

განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 170 ხელმოწერა".

სრულად წაკითხვა