“ვინაა კიმბერლი ლოუ, რომელიც საზმაუმ EU-ში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად წარადგინა” – “მითების დეტექტორი”

2 weeks ago 7

მითების დეტექტორი კიმბერლი ლოუს შესახებ, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა EU-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად წარადგენა, ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

  • საზმაუს ეთერში ლოუმ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში შესვლისთვის მუშაობის გაგრძელებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებები საქართველოს მიმართ უსამართლო იყო. ლოუს კომენტარი სხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა და ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, EU-ში “ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად” მოიხსენია.

მითების დეტექტორის ცნობით, კიმბერლი ლოუ რესპუბლიკური პარტიის წევრია და 2024 წელს აშშ-ის სენატის არჩევნებში სცადა მონაწილეობის მიღება, თუმცა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის კანდიდატი არ ყოფილა და იმ პირებს შორის იყო, რომლებმაც პრაიმერიდან კანდიდატურა ან მოხსნეს, ან დისკვალიფიცირებული იყვნენ.

ამერიკულ მედიაში არ იძებნება ცნობები, რომ ლოუს ევროკავშირში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლად ან რაიმე სხვა თანამდეობაზე დანიშვნა იგეგმება. ინფორმაციის წყაროდ, რომ ლოუ კანდიდატად განიხილება, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად ლოუს უთითებს.

2022 წელს ლოუმ ასევე სცადა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა კანდიდატობიდან დისკვალიფიცირებული იყო, რადგან არ ჰქონდა საკმარისი ხელმოწერები და მის განაცხადში შეცდომები ჰქონდა დაშვებული. საპასუხოდ ლოუმ განაცხადა, რომ “პარტის ესტაბლიშმენტი” მის დაბლოკვას ცდილობდა. ამერიკულ მედიაში არ იძებნება ცნობები, რომ ლოუს ევროკავშირში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლად ან რაიმე სხვა თანამდეობაზე დანიშვნა იგეგმება. ინფორმაციის წყაროდ, რომ ლოუ კანდიდატად განიხილება, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად ლოუს უთითებს. 2022 წელს არჩევნებში მონაწილეთათვის არსებულ კითხვარში ლოუ აღნიშნავს, რომ “მარტოხელა დედა, ფერმერი და პოლიტიკის საკითხებში მრჩეველია”.

ამავე კითხვარში მითითებულია, რომ არჩევის შემთხვევაში ლოუს სურვილი ექნებოდა საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრი გახდეს და “ბევრი ქვეყნის ექსპერტთან მუშაობს, რათა ამ პოზიციისთვის მოემზადოს”. ამავე კითხვარში კითხვაზე, სასარგებლოა თუ არა წარმომადგენლებისთვის წინა პოლიტიკური გამოცდილება”, ლოუ პასუხობს: “ხალხს ყელში ჰყავს ამოსული პოლიტიკოსები, ოფისში გვჭირდება ნამდვილი ადამიანები, რათა ხალხისთვის იბრძოლონ”.

Facebook-ზე კიმბერლის ლოუს გვერდს 3 400-მდე გამომწერი ჰყავს. ლოუ სხვადასხვა რესპუბლიკელ პოლიტიკოსთან გადაღებულ ფოტოს ხშირად აქვენებს, თუმცა სხვა წყაროები, რომ მას ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო კონტაქტი აქვს, არ იძებნება. ერთ-ერთ პოსტში ლოუ “დიფ სტეიტს” მის დევნაში ადანაშაულებს. 31 ოქტომბრის პოსტში ლოუ აღნიშნავს, რომ “საყოველთაო მშვიდობის ფედერაციის” მშვიდობის ელჩი გახდა. “საყოველთაო მშვიდობის ფედრაცია” კორეის უნიფიკაციის ტაძრის დამფუძნებლის, სუნ მიონ მუნის დაფუძნებული ორგანიზაციაა. თავად უნიფიკაციის ტაძარი მუნმა 1954 წელს დააფუძნა. მუნი თავს “მესიად” აცხადებდა. რელიგიური მოძრაობა არაერთ სკანდალთან არის დაკავშირებული. 2023 წელს იაპონიის პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკლელმა განაცხადა, რომ აბე უნიფიკაციის ტაძართან კავშირის გამო მოკლა. მკვლელობის შემდეგ იაპონიის მთავრობას იაპონიაში ორგანიზაციის მოქმედების შეჩერება სურდა. კრიტიკოსები უნიფიკაციის ტაძარს მიმდევრების ექსპულატაციაში ადანაშაულებენ.

მასალა ვრცლად ნახეთ მოცემულ ბმულზე

სრულად წაკითხვა