ვინ აკვირდება მამარდას? - ქართველს გამოცდა "ატლეტიკოსთან" ელის

3 days ago 2

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი "ვალნსიას" შემადგენლობაში ბრწყინვალედ გამოიყურება.

22 წლის მოთამაშე "ღამურების" ერთადერთი ნათელი წერტილი გახლავთ.

მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯი, იან ობლაკი გუნდს დატოვებს.

მადრიდული გრანდი კი სლოვენიელი მეკარის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.

19 მარტს თბილისის დროით 00:00 საათზე მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" დაუპირისპირდება, აღნიშნულ მატჩს კი "როხიბლანკოს" სკაუტები მამარდაშვილის დაკვირვების მიზნით დაესწრებიან.

სრულად წაკითხვა