ვინ სად იმღერებს საახალწლოდ და რამდენს გადაუხდის მთავრობა

4 days ago 5

„ქართული ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 800 000 ლარს დახარჯავს.

როგორც ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.


უკვე ცნობილია თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საახალწლო ღონისძიებაში და რას გადაუხდის მათ „ქართული ოცნების“ მთავრობა.

თელავი

თელავში ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ორგანიზებას ბაკურ ბაკურაძის „არტ ლაბორატორია“ გაუწევს და ამაში მას 46 896 ლარს გადაუხდიან.

გარდა ამისა, თელავში საახალწლო ღონისძიებაზე გამოვლენ:

  • მომღერალი არჩილ ნიჟარაძე – 2602 ლარი
  • მუსიკოსი გიორგი კუხიანიძე და ბავშვები (15 შემსრულებელი ) – 5204 ლარი
  • დავით მაზანაშვილის ბენდი – 9800 ლარი
  • არანჟირებების ავტორის ნიკა ნიკვაშვილი – 10 165 ლარი
  • მომღერალი სალომე ბაკურაძე – 3252 ლარი
  • მუსიკალური ხელმძღვანელის ქეთევან გაბისიანი- 10165 ლარი
  • მარიამ უგრეხელიძის საბალეტო კამერული დასი (25 ადამიანი) – 13 010 ლარი.

ხობი

ხობში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 30 000 ლარს მიიღებს “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“.

ფოთი

ფოთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს მუსიკალურად გააფორმებენ ჯგუფები: ,,ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ 30 000 ლარად და ,,მიქსტურა“(Mix2ra)  15 000 ლარად.

ბოლნისი

ბოლნისში საახალწლო კონცერტში დაგეგმილია ჯგუფ „ფორტეს“ მონაწილეობა  10 000 ლარად და პაატა გულიაშვილის –  7654 ლარად.

წყალტუბო

წყალტუბოში საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე გამოვა ჯგუფი „მიქსტურა“ (Mix2ra), რომელსაც 12 000 ლარს გადაუხდიან.

ამავე ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 4600 ლარს მიიღებს გიორგი ბექაური მის მიერ შემოთავაზებული შოუ პროგრამისთვის – The Drummers Show.

ახალციხე

ახალციხეში საახალწლო ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები:

  • ნუცა ბუზალაძე – 18 000 ლარი
  • ზუკა ხუციშვილი – 10 000 ლარი
  • მირზა მოდებაძე –  8000 ლარი
  • გიორგი ნიკოლაძე (ნიკოლშოუ) –  5000 ლარი

რუსთავი

რუსთავში ნაძვის ხის ანთების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი ,,ურსა“, რომელსაც 20 200 ლარს გადაუხდიან.

რუსთავში საახალწლო ღონისძიებაზე იქნება დავით მაზანაშვილის ბენდი, რომელიც 12500 ლარს მიიღებს.

ასევე რუსთავში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების ფარგლებში იქნება საავტორო საცეკვაო პროგრამა ქორეოგრაფებისა და 60 მოცეკვავის მონაწილეობით, რომლისთვისაც  18750 ლარია განსაზღვრული.

ბორჯომი

ბორჯომში 31 დეკემბერს ღამით, ღია ცის ქვეშ, გაიმართება საახალწლო გალა- კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი ,,იბერია“, რისთვისაც 21 000 ლარს გადაუხდიან.

საგარეჯო

30 დეკემბერს საგარეჯოში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი REGGAEON, რომელსაც 30 000 ლარს გადაუხდიან.

ქუთაისი

ქუთაისში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალურად გაფორმებს ნიკა ნიკვაშვილი, რომელსაც  53 572 ლარს გადაუხდიან.

ლაგოდეხი

25 დეკემბერს ლაგოდეხში ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი „სტატუსი“, რომელსაც 8000 ლარს გადაუხდიან.

29 დეკემბერს ლაგოდეხში დაგეგმილი იყო საახალწლო ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ანრი ჯოხაძეს და ნინი ბადურაშვილის, თუმცა ამ უკანასკნელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს კონცერტი გაუქმებულია.

“უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო. უბედურება ხდება ჩვენს თავს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი სურვილი სიმღერის. შესაბამისად, ყველანაირი კონცერტი არის გაუქმებული… მე ვიყავი 2 თუ 3 საახალწლო ღონისძიებაში და არ ვიღებ მონაწილეობას. ჩემგან ყველაფერი, რაც კი რამე ღონისძიება იყო დაგეგმილი, ყველაფერი არის გაუქმებული, მათ შორის, საბიუჯეტო. ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე პირადად სიმღერის სურვილი არ მაქვს და არ მემღერება”, – განუცხადა ნეტგაზეთს ნინი ბადურაშვილმა.

სრულად წაკითხვა